“ტყუილია, რომ “ბასიანსა” და “გალერიში” დაკავებული პირები ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდნენ “- პროკურატურა

ინფორმაციას, რომ კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რამდენიმე ბრალდებული ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა პროკურატურა სიცრუეს უწოდებს.

„ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ”- აცხადებენ უწყებაში.

კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია„ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის შესახებ სიმართლეს ვერასდროს გავიგებდით“ – გრიგოლ ვაშაძე