პაპუაშვილის ოპოზიციის წერილზე – ოპოზიციას ქვეყნის კურსთან დაკავშირებით ინტერესი არ აქვს, მათი ერთადერთი დღის წესრიგია სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა

„ნაციონალური მოძრაობის“ მთელი დღის წესრიგი არის მიხეილ სააკაშვილის ციხეში არყოფნა და ძალაუფლება, ყველა სხვა დანარჩენი, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდირებას შეეხება, მათ ინტერესში არ შედის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროპელი პარტნიორებისადმი წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი ასეთი ინსტუმენტის გამოყენების ძირითადი მიზანი მიხეილ სააკაშვილი და მისი დახმარებაა.

„ოპოზიციას ქვეყნის კურსთან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ აქვს. დღეს ოპოზიციის ერთადერთი დღის წესრიგი არის მიხეილ სააკაშვილი, მისი ციხიდან გამოხსნა და ის, რომ პასუხის არ აგოს დანაშაულებზე. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ინსტუმენტის გამოყენების ძირითადი მიზანი არის მიხიელ სააკაშვილი და მისი დახმარება ოპოზიციის მხრიდან. ეს არის სამწუხარო რეალობაა. ისინი არ ერიდებიან საერთაშორისო აქტორებისთვის მიმართვასაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – ტიკარაძის საქმიანობა უნდა შეფასდეს და საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად დაეკისროს პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაინჯია – ასეთი შემთხვევა უკვე იყო, როცა დამნაშავეები ევროპის ზეწოლით გაათავისუფლა ხელისუფლებამ, რაც არასწორია – შეწყალება უნდა იყოს მათ მიმართ, ვინც იმსახურებს