პაპუაშვილი – წინასაარჩევნო კვლევების გაყალბების შემდეგ ეგზიტპოლების კუსტარულ პირობებში ჩატარება დააპირეს

მას შემდეგ, რაც საქმე გასკდა, რომელიც „მთავარი არხისა“ და „იფსოსის“ მიერ ეგზიტპოლებისა და წინასაარჩევნო კვლევების გაყალბებას ეხებოდა, ჯერ მოვისმინეთ, რომ „მთავარი არხი“ ეგზიტპოლების ჩატარებას აღარ აპირებდა, შემდეგ რაღაც კუსტარულ პირობებში ჩატარება დააპირეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი არ არის, ვინ რას გამოიკითხავს, არამედ მთავარია, რა რიცხვებს დაწერენ.

„როგორც ჩანს, ახლა უბნებზე ეგზიტპოლების კუსტარულ პირობებში ჩატარებას ვაკვირდებით. საქმე არ არის იმაში, ვინ რას გამოიკითხავს, საბოლოო ჯამში, მთავარია, რა რიცხვებს დაწერენ. ეს ხდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან, რას აკეთებენ და როგორ ხდება – ე.წ. ეგზიტპოლის ჩატარება. სავარაუდოდ იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ეგზიტპოლებს „მთავარი არხისა“ და „იფსოსისთვის“ ატარებენ, რაც ადასტურებს, თუ როგორ ტარდებოდა ეგზიტპოლები და რატომ იყო ამხელა აცდენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – სინამდვილეში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადეგნანი: იმედია, არჩევნების შემდეგ მეტი ყურადღება იქნება გადატანილი კოვიდის მართვაზე