პაპუაშვილი – მელიას და გვარამიას გაერთიანებაზე

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებაზე კომენტარს აკეთებს.

“ამ კლონირების პროცესს ვუყურებთ ჩვენ, რომლის მიზანი არის, რომ თითქოს დააბნიონ საზოგადოება და თავი წარმოაჩინონ არა „ნაციონალურ მოძრაობად“. ეს ორი ადამიანი, ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი და მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ახლა გამოდიან სერიოზული სახით და უნდათ ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი ამ პარტიას არ წარმოადგენენ. როგორც გიორგი ვაშაძე არ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ გაიბრძოლა მათ წინააღმდეგ, ბოლოს სხდომათა დარბაზშიც კი მათ რიგებში გადაჯდა, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, რაც უფრო მეტად გამოჩნდება ყველაფერი, მით უფრო კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უფრო კარგი იმ მიზნისთვის, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ESG & Sustainability მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე “მდგრადი ეკონომიკის ფორუმში” იღებდა მონაწილეობას
შემდეგი სტატიაშესაძლებელი იქნება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური იყოს