პანკისის ხეობის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

პანკისის ხეობის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, მდინარე ალაზანში წყლის დონის დაკლების შემდეგ შესაძლებელი გახდა, „ენერგოპრო ჯორჯიას“ სპეცტექნიკის ადგილამდე მისვლა და მდინარის მიერ წაღებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა.

კახეთში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა მაღალი ძაბვის საყრდენები წაიღო, რის გამოც პანკისის ხეობის სოფლები: ზემო, ქვემო და შუა ხალაწანის მოსახლეობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მოსახლეობას ხვდება
შემდეგი სტატიასაქართველოს რამდენიმე რეგიონში პირველი თოვლი მოვიდა