პანიკა „საქპატენტში“ – ძმაკაცები სოცქსელში დავითაძესთან გადაღებულ სურათებს შლიან

„საქპატენტის“ სკანდალი გრძელდება, ანუ მას შემდეგ, რაც სამსახურის ხელმძღვანელი მინდია დავითაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დავითაძემ ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიკური ნიშნით დევნა“ უწოდა, უწყებაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა. კერძოდ, „თაიმერის“ ინფორმაციით, როგორც კი თანამშრომლებმა დავითაძის ამბავი შეიტყვეს, მაშინვე თავიანთ „ფეისბუქ გვერდებზე“ შევარდნენ და დავითაძესთან ერთად გადაღებული ფოტო-სურათების წაშლა დაიწყეს.

 

ეს, ერთი შეხედვით, ბუნებრივია, რადგან საფლავში არავინ არავის ჩაჰყოლია, მაგრამ ეს ამბავი უფრო სევდიანი იმიტომაა, რომ ისინი, რომლებიც დავითაძეს ახლა “პროფაილებს” ხურავენ, ჯერ კიდევ ორი-სამი დღის წინ, მისი „ფიც-ვერცხლნაჭამი“ ძმაკაცები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ყველამ იცის, რომ დავითაძე თავის დროზე უწყებაში 30-კაციანი ამალით მივიდა.

ისე, დავითაძესთან “სურათწაშლელებმა” არ იციან, რომ ფოტოს გაქრობის მიუხედავად, ისტორიას ვერ წაშლიან, თანაც დავითაძესთან გადაღებული ფოტოების დასქრინვაც შეიძლება. ჰოდა, ბიჭებო, ცოტა მეტი კრეატივი, ცოტა მეტი!

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემო ფონიჭალაში, არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაეკონომიკის მინისტრი “ნამახვანჰესზე” – უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს