ეკონომიკის მინისტრი “ნამახვანჰესზე” – უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს

“ნამოხვანჰესი” მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ამბობს, რომ ხვალიდან იწყება მედიაციის პროცესი, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და “რიონის ხეობის მცველები”

“ეჭვგარეშეა, რომ „ნამოხვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს. შექმნილია პლატფორმა ექსპერტებისთვის, რომ ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს და თუ ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი. 15-მდე ექსპერტებმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვია ეს საბუთები. მუშაობენ და ველოდებით მათ მოსაზრებებს” ამბობს თურნავა

banner
წინა სტატიაშიპანიკა „საქპატენტში“ – ძმაკაცები სოცქსელში დავითაძესთან გადაღებულ სურათებს შლიან
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი: წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება