პაციენტს დაავლეს ხელი და გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლებოდა – ექიმი სააკაშვილზე

“პაციენტს დაავლეს ხელი და გადაიყვანეს იქ, სადაც არ შეიძლებოდა, გადაეყვანათ. პირველი იმიტომ, რომ ყველასთვის გავრცელებული, ყველასთვის ცნობილი პოსტტრავმული სტრესული დაავადება, არ შეიძლება, იმკურნალებოდეს იმ დაწესებულებაში, სადაც მას ეს ტრავმა მიაყენეს. ეს ერთი და შედარებით მსუბუქი, მეორე, რეფიდინგის შედეგები – არ არის ეს კაცი დაყენებული იმ კონდიციაში, რომელიც შეესაბამება რეფიდინგს. შესაძლებელია, ეს თვითონ რეფიდინგის ბრალი კი არ იყოს, ეს იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის ცენტრალური რეგულაციის მოშლის შედეგი.

რაც შეეხება რატომ გადაიყვანეს, ნუ ეს ალბათ არ არის სამედიცინო გადაწყვეტილება, აქ სხვა ძალებია ჩარეული, შეუძლებელია, რომელიმე ექიმმა, რომელსაც ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი ისე შორიდან პაციენტი, თქვას, რომ ეს კაცი არის ჯანმრთელი, სომატურად ჯანმრთელს ვლაპარაკობ, თორემ რაც შეეხება პოსტტრავმული სტრესის გამოვლინებას, ამისთვის საუბარიც საკმარისია, რომ თქვენ მიხვდებით, რომ ემოციურად მიხეილ სააკაშვილი არ არის სრულ წონასწორობაში”, – თქვა ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დღეის მონაცემებით „ომიკრონის“ 93 შემთხვევაა დადასტურებული
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 615 ადამიანი აიცრა