საქართველოში დღეის მონაცემებით „ომიკრონის“ 93 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეს დილისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის 93 შემთხვევაა დადასტურებული.

იმნაძის თქმით, მათ უმრავლესობაზე დამყარებულია ეპიდმეთვალყურეობა და ცნობილია გადაცემის ჯაჭვი.

„რა თქმა უნდა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, გავრცელდება, როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება. გზა არის ერთი. მგონი, ახალწლებს გვაცდის, რომ აღვნიშნოთ, მაგრამ კიდევ ერთი რჩევაა, მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო წრეში შევხვდეთ, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც კი უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობაა. პირველი და ძირითადი, ვიყოთ აცრილები, რათა ვიყო დაცულები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია იმ პირთა რიცხვი, ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია და არ არის აცრილი, მათი ინფიცირების შემთხვევაში სა,მედიცინო სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება, ყველა რომ ერთად გახდნენ ავად, ვისაც არ გადაუტანია კორონა ან არ არის აცრილი, ეს არის დაახლოებით მილიონამდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთაგან თუ საშუალოდ 10 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ პროცენტსაც რომ სჭირდებოდეს ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონიან“ პაციენტს, წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება სამედიცინო დაწესებულებებზე და როგორი იქნება, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ხელისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება „ძვირი დაუჯდება“
შემდეგი სტატიაპაციენტს დაავლეს ხელი და გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყვანა არ შეიძლებოდა – ექიმი სააკაშვილზე