პაციენტის თავდასხმის შემდეგ ექიმს ტვინის შერყევა, ჭრილობა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2019 14:28

პაციენტის თავდასხმის შემდეგ ექიმს ტვინის შერყევა, ჭრილობა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება

მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მდგომარეობა, რომელსაც პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა, ამ ეტაპზე სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ჯერჯერობით სტაციონარში რჩება. „აქვს ტვინის შერყევა, ასევე, მიყენებული აქვს ჭრილობა და სხეულის ზოგიერთ უბანზე დაჟეჟილობებიც აღენიშნება. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნა ზაზა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტმა, რომელმაც ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფო ნებაყოფლობით დატოვა.

მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ექიმისგან ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, რომლის მიღებაზე უარის შემდეგ, ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამასთან, უწყებამ ინციდენტში მონაწილე პაციენტი უკვე გამოავლინა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2019 14:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,133
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics