მეუფე შიო – საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ იქნება განცხადება. ჯერ ვერ მოგახსენებთ, როდის იქნება ამ საკითხის განხილვა“,- განაცხადა მეუფე შიომ.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ზუგდიდის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო
შემდეგი სტატიაპაციენტის თავდასხმის შემდეგ ექიმს ტვინის შერყევა, ჭრილობა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება