ფაცაცია თინა ბოკუჩავას ბოდიშს უხდის

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია თინა ბოკუჩავას ბოდიშს უხდის.

ამის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს:

„პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას“, – წერს ფაცაცია, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ბოკუჩავას მისამართით შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტი გამოაქვეყნა.

პოსტი ფაცაციას გვერდზე უკვე აღარ იძებნება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს თავდაყირა აყენებს
შემდეგი სტატია19 მაისს არ არის უბრალოდ არჩევნები, 19 მაისს არის პლებისციტი, რომლის დროსაც მოძალადეებს, კრიმინალებსა და ადამიანის მკვლელებს ზუგდიდმა უნდა უთხრას – არა