რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს თავდაყირა აყენებს

სიტუაცია, რომელიც მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობებში არის შექმნილი, დიდწილად განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, – ამის შესახებ ჰელსინკიში ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, ეს ყველაფერი საერთაშორისო ურთიერთობებს აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს.

„აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ბუნებრივია, ჩვენც ამ პრინციპების ერთგული ვართ ისევე, როგორც ჩვენი ბალტიელი მეგობრები. დაუშვებელია გადახვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან და იმ ღირებულებებიდან, რა პრინციპებზეც არის დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი. ამავე ნორმებზეა დაფუძნებული ორგანიზაციებიც, რომლებშიც გაწევრიანებულია როგორც საქართველო, ისე რუსეთის ფედერაცია. ბუნებრივია ჩვენი პოზიციაც იქნება აქედან გამომდინარე და ჩვენ ერთგული ვიქნებით ამ პოზიციის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ეს ევროპის საბჭოში საქართველოს ქმედებაშიც გამოიხატება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფომ, პროკურატურამ, ყველამ შეაწმინდა ხელი – ხორავას საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს მამა
შემდეგი სტატიაფაცაცია თინა ბოკუჩავას ბოდიშს უხდის