პაატა სალია: არანაირი დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არ მომხდარა

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა, ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია  გამართეს. „რუსთავი 2“-ის ახალი მმართველების სახელით განცხადება ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ გააკეთა და განაცხადა, რომ ამჟამად კომპანიაში გადაწყვეტილების მიღება არაუფლებამოსილი პირების მიერ ხორციელდება. სალიას თქმით, მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება და კომპანიაში ახალი მმართველების შესვლა დაიცავს ტელეკომპანიას თავი აარიდოს, იმ მოვლენებს, რომლებიც სხვადასხვა პირების მიერ იგეგმებოდა და რომელიც არეულობაში „რუსთავი2“-ის ჩათრევას ისახავდა მიზნად.

„ცნობილია გახდა, რომ ტელეკომპანია რეალურად იმართება მესამე პირებისგან. დღევანდლეი მენეჯმენტი დავალებას იღებს იმ პირებისგან, ვისაც ამის უფლება არ აქვთ. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მოგვეთხოვა საამართლოსთვის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ეს არ არის დაუყოვნებლივი აღსრულება. ვრცელდება არასწორია ინფორმაცია. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას კრძალავდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლოა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ანუ იმ გადაწყვეტლიებისა, რომელიც არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ეს საპროცესო შესაძლებლობა გამოვიყენეთ. ეს მოხდა იმისთვის, რომ არიდებული იქნეს ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომელიც იგეგემებოდა. ჩვენი მიზანია, რომ ამ პროცესებს ტელეკომპანია ავარიდოთ. ხაზს ვუსვამ, არანაირი დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არ მომხდარა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება