პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსზე უარი ეთქვა

ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ უარი უთხრა.
საია-ს იურისტის, ლევან ვეფხვაძის თქმით, უწყების მხრიდან უარის მიზეზი წერილში იმ არგუმენტით არის გამართლებული, რომ ამ ეტაპზე გამოკვეთილი ბრალდებული არ არსებობს . როგორც ვეფხვაძე აცხადებს, ოჯახს საქმის მასალების გაცნობის საშუალება პროკურატურის კეთილი ნების საფუძველზე მაინც ეძლევა.

ლევან ვეფხვაძის თქმით, მომავალ კვირაში ოჯახი საქმის მასალებს და გამოძიების მიმდინარეობას პროკურატურაში კვლავ გაეცნობა.

ამ ეტაპზე პავლიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც არა უგვიანეს 45 დღისა უნდა იყოს მზად.

banner
წინა სტატიაშიცესკომ ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა – საარჩევნო ხმების გადათვლა არ მოხდება
შემდეგი სტატიასაქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს