ცესკომ ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა – საარჩევნო ხმების გადათვლა არ მოხდება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საჩივარი, რომლითაც ისინი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, განმარტებით, არ არსებობს არც ერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემო, რომელიც ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების გაუქმების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. როგორც ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ, განუცხადა, 21 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და მისი პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სამართლებრივი დავა ამ საკითხზე ევროპულ სასამართლომდეც მივიდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ნატო-ს ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიაპაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსზე უარი ეთქვა