პაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენინსპექციას მიმართავს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 22, 2018 09:55

პაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენინსპექციას მიმართავს

ნუცუბიძეზე, დაკავებისას დაღუპული პაატა პავლიაშვილის ოჯახი გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, დღეს მიმართავს. ოჯახი ითხოვს, დადგინდეს, რატომ არ ჩართეს სამართალდამცველებმა სამხრე კამერა და ფიქსირდება თუ არა სამსახურეობრივი გადაცდომა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ 2017 წლის 25 ოქტომბერს პოლიციამ კანონი დაარღვია.
“იმან, რომ პროკურატურამ შეწყვიტა საქმე, არ უნდა მოახდინოს გავლენა გენერალურ ინსპექციაზე, იმიტომ, რომ ეს ორი უწყება აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ამოწმებს თავიანთ სფეროში საქმიანობას. ამიტომ, გვაქვს მოლოდინი, რომ გენინსპექცია საბოლოოდ დადებს დასკვნას. უფრო მეტიც, გენინსპექციამ პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, როდესაც იმსჯელებს ვიდეო კამერებზე – უნდა ჰქონოდათ თუ არა ჩართული და რატომ არ ჰქონდათ აღნიშნულ შემთხვევებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს,“ – განაცხადა “საიას” იურისტმა ლევან ვეფხვაძემ.
იმ შემთხვევაში თუ გენერალური ინსპექციისგან რეაგირება არადამაკმაყოფილებელი იქნება, პავლიაშვილები აპირებენ, სტრასბურგს მიმართონ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 22, 2018 09:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics