ქურთებმა თურქეთის ოპერაციის შედეგები გამოაქვეყნეს

სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებადი მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აფრინის რეგიონში დაწყებული თურქეთის სამხედრო ოპერაცია ,,ზეთისხილის რტოს,, პირველი შეტევა, ქურთების შეიარაღებულმა ფორმირებებმა მოიგერიეს.

,,სირიის დემოკრატიული ძალების,, (SDF/YPG) შეიარაღებული ფორმირების ოფიციალურმა ორგანომ, თურქეთის მიერ განხორციელებული პირველი შეტევის შედეგები გამოაქვეყნა.

დაღუპულია აფრინში მცხოვრები 6 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 13 -დაღუპულია ქურთების YPG-ს 6 მებრძოლი -განადგურებულია თურქეთის ჯარის სამხედრო საწყობი (Til Cibrin) -განადგურებულია თურქეთის არმიის 5 ერთეული ჯავშანტექნიკა.

განადგურებულია პროთურქული ფორმირებების 10 მებრძოლი და 4 თურქი ჯარისკაცი. -თურქეთის არმიამ ხელში ჩაიგდო მხოლოდ ერთი სოფელი – ადაჰ მანლი და დანარჩენი მიმართულებით უკუგდებულიქნა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ავიაციამ აფრინში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა (ფოტოები)
შემდეგი სტატიაპაატა პავლიაშვილის ოჯახი გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენინსპექციას მიმართავს