პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ – იქნებ ვინმემ გვიპასუხოს, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში

„როგორ ხდება, რომ საქართველოში ბევრად უფრო ძვირია სურსათზე ფასები, ვიდრე ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება ეს პროდუქტები.

იგივეს ვსაუბრობთ საწვავთან დაკავშირებით – თუ ტერმინალში მოტანილი საწვავი ღირს 1.65 ლარი, როგორ ხდება, რომ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი უკვე 3 ლარზე მეტი ღირს. ერთი დეპუტატიც არ გამოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ამ სამართლიან კითხვებს გასცემდა პასუხს“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვნა-თესვის სამუშაოები ახლოვდება და ხალხს ძალიან უჭირს მაღალი ფასების პირობებში მიწის დამუშავება, ამიტომ რჩება ერთადერთი არჩევანი – ან შეეგუონ სიღარიბეს ან გაიქცნენ საქართველოდან.

„ფასები მაღალია, ანაზღაურება არ არის შესაბამისი. ჩვენ გვინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე დააფიქსიროს პოზიცია ან ერთად ვისაუბროთ საკითხის გადაწყვეტაზე. თუ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან?! ადამიანები საქართველოდან უცხოეთში მიდიან ყველაზე მძიმე სამუშაოების შესასრულებლად. „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან, საქართველოს რიგითი მოქალაქეები – ღარიბდებიან. ეს არის უსამართლო. იქნებ ვინმემ გვიპასუხოთ, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში თუ არ არის ქვეყანაში კორუფცია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში იცლება ოჯახები, იცლება სოფლები და ქალაქები. ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე – ბოკუჩავა
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტთან დაკავშირებით როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების გეგმაზომიერი პროცესი მიმდინარეობს – დავითაშვილი