პაატა მანჯგალაძე – მოლოდინი, რომ შალვა პაპუაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და პროცესებს შეცვლის, არ გვაქვს

ოპოზიციის სახელით საუბარი არ შემიძლია, ყველა პარტიას თავისი გეგმა აქვს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა და ამაში ბევრი პარტია გვეთანხმება, რომ მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ პირველ რიგში ნაბიჯი ნდობისთვის გადმოდგას, ვიდრე მომავალში გასაკეთებელ საქმეებზე ვილაპარაკებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა არ არსებობს.

„მათ გადმოყოლილი აქვთ ვალი შარლ მიშელის დოკუმენტიდან, რაც არის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. იმისთვის, რომ მხარეებს შორის ნდობა აღდგეს, დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მივიღებთ.

„ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ერთხელ ვენდეთ, მაგრამ საზოგადოება გადააგდეს. ამის შემდეგ იყო შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული პროცესი, როცა შარლ მიშელიც კი გადააგდეს. არანაირი მოლოდინი იმის, რომ ახლა შალვა პაპუაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და პროცესებს შეცვლის, არ გვაქვს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს მმართველი გუნდის მიმართ, აუცილებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება

„ვისაც სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ექვს თვეს რეფორმების სიმულაციისთვის არ გამოიყენებს, მივიდნენ და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას დაესწრონ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ – ნეტარ არიან მორწმუნენი – ვისაც „ქართული ოცნების“ სჯერა, ჩვენ გავატარებთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია ვახტანგ გომელაურისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს
შემდეგი სტატიაფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭერა კანონს, რომელიც რუსეთთან არსებულ საზღვარზე ბარიერის აშენებას დაუშვებს