ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭერა კანონს, რომელიც რუსეთთან არსებულ საზღვარზე ბარიერის აშენებას დაუშვებს

ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭერა კანონს, რომელიც რუსეთთან არსებულ საზღვარზე ბარიერის აშენებას დაუშვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

Reuters-ის ცნობით, მზადყოფნის შესახებ კანონი ფინეთის პარლამენტში უმრავლესობის მიერ მიიღეს, რომელიც პარლამენტს საშუალებას აძლევს, დააჩქაროს კანონები იმ შიშის ფონზე, რომ რუსეთს, ფინეთის გეგმებზე, ნატო-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისთან დაკავშირებით საპასუხო რეაქცია ექნება.

ამასთან, კანონპროექტი ფინეთში თავშესაფრის მაძიებლებზეც ახდენს გავლენას, რადგან ის მთავრობას საშუალებას მისცემს, ფინეთის საზღვრებთან ბარიერები ააგოს და თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი ყველა განაცხადი მიმართოს ერთ ან რამდენიმე სასაზღვრო პუნქტზე, როგორიცაა აეროპორტი.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე – მოლოდინი, რომ შალვა პაპუაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და პროცესებს შეცვლის, არ გვაქვს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე, ინფიცირების შემთხვევების მატება ძირითადად „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების ცირკულაციით არის განპირობებული