პაატა იმნაძე : ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში​

მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატამ იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება და იქ იქნებიან მამაოები, რომელიც ილოცებენ ყველასთვის.

„მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით დავიცვათ. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ე.წ მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია მოხდება, პატიმრები რუსთავში გადავიყვანეთ
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – კორონავირუსის ორი შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა და ღრმა კვლევა მიმდინარეობს