პაატა იმნაძე – კორონავირუსის ორი შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა და ღრმა კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ცნობილ კლასტერებს უკავშირდება.

მისივე თქმით, შესაძლოა, ორი კლასტერის გადაკვეთაც მოხდეს.

იმნაძე ამბობს, რომ ორი შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა და ღრმა კვლევა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, პრაქტიკულად ყველა ახალი შემთხვევა, მოგეხსენებათ, ბოლო 24 საათში იყო 18 შემთხვევა, მათი უმრავლესობა დაკავშირებულია უკვე ცნობილ კლასტერებთან. შეიძლება გადაიკვეთოს უკვე ორი კლასტერი ერთმანეთთან, რაც ჩვენი კვლევის მიზანი იყო. რაც შეეხება საყურადღებო შემთხვევებს, გვაქვს კიდევ ამ ახალ შემთხვევებში ორი საყურადღებო შემთხვევა, რომლის გაღრმავებული კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“ ,- აღნიშნა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე : ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში​
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : კორონავირუსის სახლში მკურნალობის პრაქტიკა უკვე გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ და ეს არის საკმაოდ ეფექტური