პაატა იმნაძე : ძალიან გთხოვთ ყველას, დამცავი ფარი ვატაროთ ნიღაბთან ერთად

დაავადებათა კონტროლსი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, კოროანვირუსისგან დამცავი ფარები აუცილებლად ნიღაბთან ერთად ატარონ.

იმნაძის განმარტებით, სხვა შემთხვევაში მარტო ფარის ტარებას აზრი არ აქვს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში უკვე არის ფარების ადგილობრივი წარმოება. ძალიან ვთხოვ ყველას, ფარი ვიხმაროთ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს ვირუსისგან. ის უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ის არ უნდა იყოს ქუდივით“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება
შემდეგი სტატიანინო წილოსანი: „საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოხსენიებულია და შეფასებულია, როგორც სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის“