ნინო წილოსანი: „საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოხსენიებულია და შეფასებულია, როგორც სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის“

„ქართული ოცნების“ გუნდის, მთავრობის და ამ სამუშაოებში ჩართული ყველა სტრუქტურის კოორდინაცია და მუშაობა ადვილად დასანახია თუ რამდენად ეფექტურია. ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც სათანადოდ აფასებენ. არაერთი უცხოური გამოცემა გამოეხმაურა საქართველოს მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს. ბრიტანული „ტელეგრაფი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველო შედარებულია დასავლეთ ევროპის ძალიან წარმატებულ ქვეყნებს – ჰოლანდია, შვედეთი, ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია და ა.შ. და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მოხსენიებულია და შეფასებულია, როგორც სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ხელისუფლება აღმოჩნდა ძალიან დროული რეაგირების რეჟიმში, რაც ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტია და ამას ხაზს უსვამს ავტორი აღნიშნულ სტატიაში. აქვეა მინიშნებული, რომ მთავრობა ატარებს არა პოპულისტურ არამედ, მხოლოდ და მხოლოდ რეალურ და საჭირო ნაბიჯებს დგამს“, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ მინისტრის გაცხადებული პოზიციაა რომ „covid-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ უმნიშვნელოვანესი ამოცანა და უპირველესი მიზანია როგორც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა ამასთანავე, საჭირო ბალანსის დაცვა ეკონომიკის და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის სასარგებლოდაც.

„მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენი ხელისუფლება, თითოეულ მოქალაქესთან ერთად ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე : ძალიან გთხოვთ ყველას, დამცავი ფარი ვატაროთ ნიღაბთან ერთად
შემდეგი სტატიალალი ტურძელაძე : ყველა წესის დაცვით მუშაობდა მედპერსონალი, მაგრამ ალბათ სადღაც მაინც დაირღვა ეს წესი დასნებოვნებულ პაციენტთან კონტაქტის დროს