პაატა დავითაია: პარტია საარჩევნო ბარიერს თუ გადადის, ის იღებს დაფინანსებას, ეს არის კანონით გათვალისწინებული ნორმა და არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს

პარტია საარჩევნო ბარიერს თუ გადადის, ის იღებს დაფინანსებას, ეს არის კანონით გათვალისწინებული ნორმა და არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს, – ასე გამოეხმაურა ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი პარტიის, „ევროპელი დემოკრტების“ ლიდერი პაატა დავითაია ცხრა პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას.

მისივე თქმით, გასარკვევია, ვინ აფინანსებს პარტიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას არ იღებენ.

„არის სამართლებრივი კანონმდებლობა, რაც ითვალისწინებს, რომ პოლიტიკური პარტია თავის საქმიანობიდან გამომდინარე, თუ ის გადადის საარჩევნო ბარიერს, ღებულობს დაფინანსებას. ჩემი პოლიტიკური გაერთიანება სამჯერ გადავიდა ბარიერს და სამივეჯერ მივიღეთ დაფინანსება. ჩვენ ვმოქმედებთ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ზოგიერთი პარტიის მხრიდან განცხადებას, რომ ბოიკოტზე არიან და არ ღებულობენ დაფინანსებას, გასარკვევია, თუ ვინ აფინანსებს მათ, რადგან როცა 2008 წელს ეს კანონი მივიღეთ, პირდაპირ იყო გათვლილი, რომ გარე დაფინანსებები არ ყოფილიყო და გამჭვირვალე ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ ვსარგებლობთ ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე. მეორე, განსხვავებაა სამართლებრივ შეფასებასა და პოლიტიკურ შეფასებას შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პოლიტიკურ ბოიკოტს, რაც არის და სამართლებრივი ბოიკოტს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

არავის აზრი არ მაინტერესებს. ეს არ არის კაი ბიჭების შეხვედრა, სადაც სიტყვაზე ხდება რაღაცის მიღება ან არ მიღება. ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა. ვიღაცა რას როგორ ფიქრობს, არ მაინტერესებს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ფინანსთა სამინისტროს დაევალა, ყველა მოქალაქემ, ვისთვისაც განსაზღვრულია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, აუცილებლად მიიღოს 30 დეკემბრამდე
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: ვითხოვთ თანხას, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის