უდუმაშვილი: ვითხოვთ თანხას, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის

region
ავტ.: region ნოემბერი 26, 2020 16:05

უდუმაშვილი:  ვითხოვთ თანხას, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

„არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება. მე შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნება, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, ჩვენ კანონი გვავალდებულებს, მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნას გარკვეული თანხები პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული, ვინ შედის პარლამენტში და ზოგადად, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან. ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თუ არ აღიარებთ შედეგებს, დაფინანსება ხომ ხმების რაოდენობის პროპორციულია?“, უდუმაშვილის თქმით, შედეგებს არ აღიარებენ, თუმცა ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნით.

„შედეგს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან გვეკუთვნის და არა პარლამენტში შესვლის გამო, შევალთ თუ არ შევალთ, ეს თანხა მაინც გვეკუთვნის. კობახიძე რომ ამბობს, დაფინანსებას შევუწყვეტთო, კი ბატონო, მათთან არის ბურთი და მოედანი, მიიღონ ასეთი კანონი, თუ აწყობთ, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს ვითარებას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 26, 2020 16:05