პაატა ცაავა ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა – მეუფე ნიკოლოზი

ხელის შეხება არ იყო. ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა ტანსაცმელში მოჰკიდა პეტრეს ხელი რომ გამოეწია, რადგან ის ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა, – ტვ პირველის ეთერში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სინოდის ხმაურიანი სხდომის დეტალებს იხსენებს.

„ტყუილ-მართალი ერთმანეთში არეულია. პატრიარქმა პეტრეს რამდენჯერაც მიმართა და ჰკითხა, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას, პეტრემ დაიწყო, რომ „არ გაყენებთ შეურაცხყოფას“, შემდეგ „არ მინდოდა შეურაცხყოფის მოყენება“ და თუ ასე გამომივიდა, ბოდიშს მოვიხდიო – მართლა დაჩოქებას აპირებდა. მე წამოვხტი, გავაჩერე და ვუთხარი: არ დაიჩოქოთ ,თუ შეიძლება, რაღაცას გეტყვით, მომისმინეთ და შემდეგ დაიჩოქეთ-მეთქი. ვუთხარი, თქვენ არ გეკითხებიან რატომ, ეს არის კითხვის ფორმით წამოყენებული ბრალდება თქვენს მიმართ, ეს არის რიტორიკული შეკითხვა, მოგვეცით ახსნა-განმარტება და თქვენ ამას არ აკეთებთ – აქვს ერთადერთი პასუხი, თუ შენ არ გინდოდა შეურაცხყოფა და გამოგივიდა, უნდა მოიხადო ბოდიში. მართლა დაიწყო რაღაცის კითხვა, ყოველ მეორე სიტყვაში შეურაცხყოფას აყენებდა პატრიარქს.

ხელის შეხება არ იყო. ერთ-ერთმა მღველმთავარმა ტანსაცმელში მოჰკიდა ხელი რომ გამოეწია, რადგან ის ეხებოდა პატრიარქს და უყვიროდა. ისე უყვიროდა პატრიარქს, რომ რამდენიმე მღვდელმთავარი იძულებული გახდა წინ დამდგარიყო. მერე ვიღაცამ გამოსწია, მეც მივედი და გამოვწიე. გარემოცვა გავუკეთეთ და ვუთხარით, რომ გასულიყო და გავიდა“, – ამბობს მეუფე.

banner
წინა სტატიაში“დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე და ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე”
შემდეგი სტატია“მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ ერკვევა, რა არის კარგი პროპორციულ სისტემაში… დებილები ყველგან არიან “