პაატა ბურჭულაძის პარტია მაჟორიტარობის 16 კანდიდატის გარეშე დარჩა

პაატა ბურჭულაძის პარტია მაჟორიტარობის 16 კანდიდატის გარეშე დარჩა.

ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის 16 კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი იყო და ბურჭულაძის პარტიიდან გამოყოფის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კენჭი აღარ იყარონ.

როგორც ყოფილი მაჟორიტარები აცხადებენ, ისინი „გირჩში“ რჩებიან და იქ გააგრძელებენ საქმიანობას.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ცესკო-ს კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით უკვე მიმართეს.

“ბლოკი დატოვა ყველა ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა,16 ადამიანმა. 16 მაჟორიტარულ ოლქში და თითოეულმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ ეს ბლოკი. ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას,შესაბამისად ბლოკს პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისათვის” 16 მაჟორიტარულ ოლქში არ ეყოლება კანდიდატი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში40-წლიანი უწყლობის შემდეგ, სოფელ უდაბნოს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს
შემდეგი სტატია700 მოსწავლე გორში, სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაგრძობს