40-წლიანი უწყლობის შემდეგ, სოფელ უდაბნოს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს

სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. 40-წლიანი უწყლობის შემდეგ უდაბნოს მოსახლეობა 24-საათიანი, უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროექტის გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრმა, ადგილობრივი თვითმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ახლად აშენებული ობიექტები დაათვალიერა და უდაბნოს მოსახლეობას პროექტის დასრულება მიულოცა. სტუმრებმა, მოსახლეობასთან ერთად სიმბოლურად დააგემოვნეს სასმელი წყალი. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკოლრული ანსამბლების მონაწილეობდნენ.

უდაბნოს ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას კილომეტრების გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსამარაგებლად. პროექტის განხორციელების შედეგად, უდაბნოში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა და 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი უწყვეტი, სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშინატროშვილი : ,,ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი რომ სახელმწიფო ავრცელებს ჩანაწერებს”
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია მაჟორიტარობის 16 კანდიდატის გარეშე დარჩა