პაატა ბურჭულაძის მეუღლე – ვინც „შავი პიარით“ არიან დაკავებული, ანადგურებენ არა მხოლოდ პაატას, არამედ „იავნანას“ სახელსაც – პროკურატურა ტყუილზე დაფუძნებული პიარის ნაწილია

გამომძიებლებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე და იმედი მაქვს, რომ მეტი კითხვები აღარ გაუჩნდებათ, – ამის შესახებ ფონდ „იავნანს“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ ანგელა ვასილენკომ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

როგორც ანგელა ვასილენკომ აღნიშნა, გამომძიებლებს ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ და დაკითხვა 4 საათს გაგრძელდა.

„მე ხელფასს ორი წლის მანძილზე ვიღებდი. საერთო ჯამში კი ფონდში 14 წელი ვიმუშავე კონსულტანტ-თანამემწედ. ვაკეთებდი ყველაფერს, რაც კი სამხატვრო ნაწილს ეხებოდა, მოლაპარაკებები, შეხვედრები, სტუმრების დახვედრა, რათა მათ მომავალში საქართველოში დაბრუნება მოისურვონ.

როდესაც ადამიანები აქ ქველმოქმედების მიზნით ჩამოდიოდნენ, მათთვის უნდა შეგვექმნა პირობები, რომ მათ თავი ბედნიერად ეგრძნოთ.

მე არ ვიცი ზუსტი ციფრები, მაგრამ გაყავით ის თანხა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, 14 წელზე და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ორნი ვიყავით. მათ არაფერი აქვთ სათქმელი. სახელმწიფო თანხებს ჩვენ არ ვიყენებდით. ეს იყო პირადი სპონსორების ფული.

ჩვენ შესანიშნავი პროექტები განვახორციელეთ – დმიტრი ხვოროსტოვკი, მონსერატ კაბალიე, მაია პლისეცკაია – ეს ხალხი ცოცხალი აღარ არის. ფონდის მუშაობის შედეგად საქართველოს ამ ადამიანების ნახვის საშუალება მიეცა.

ისინი, ვინც „შავი პიარით“ არის დაკავებული, ანადგურებენ არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის სახელს, არამედ ფონდის სახელსაც. გაიხსენეთ ეს კონცერტები, ჩვენ ვეხმარებოდით ადამიანებს, გვყავდა სტიპენდიანტები – ეს ყველაფერი შეჩერებულია „შავი პიარის“ გამო, ვინაიდან ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს. მე ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, ვის სურს, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს.

პროკურატურა ტყუილზე დაფუძნებული პიარის ნაწილია. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს გითხრათ, რომ მე გავიქეცი და ისინი 7 თვის მანძილზე მიბარებდნენ პროკურატურაში. ეს ტყუილია. გამომძიებელი მესტუმრა სახლში და მე მოვაწერე ხელი, რომ 8 ოქტომბერს გამოვცხადდებოდი სასამართლოში ჩვენების მისაცემად. 6 ოქტომბერს მე ქვეყნიდან მივფრინავდი. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტები აეროპორტში მომადგნენ და თქვეს, რომ მე პროკურატურას და სამართალწარმოებას გავურბივარ და მთელი ეს ინფორმაცია პროკურორმა გაავრცელა. ეს „შავი პიარის“ ნაწილია“, -განაცხადა პაატა ბურჭულაძისმეუღლემ.

banner
წინა სტატიაში61 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახი საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაპატრიარქი მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის