პატრიარქი მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის მიცვალების დღეს და 1989 წელს საქართველოში ათონის მთიდან ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის ასლის ჩამობრძანებას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება.

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია 09:00 საათზე დაიწყება, 12:00 საათზე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძარში მიბრძანდება და მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისს გადაიხდის.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტის ასლი, ათონის მთის ბერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად დაწერეს.

აღნიშნული ხატი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის მეუღლე – ვინც „შავი პიარით“ არიან დაკავებული, ანადგურებენ არა მხოლოდ პაატას, არამედ „იავნანას“ სახელსაც – პროკურატურა ტყუილზე დაფუძნებული პიარის ნაწილია
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – ჯერ შეხედეთ ირაკლი კობახიძეს, მერე შემხედეთ მე