პაატა ბურჭულაძის მეუღლე მზად არის დაკითხვაზე რვა ოქტომბერს გამოცხადდეს – ადვოკატები

პაატა ბურჭულაძის ოჯახი და ადვოკატები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბურჭულაძის მეუღლე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც მსოფლიო ბანმა ტელეეთერებში ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადა.

ბურჭულაძის მეუღლის ადვოკატებმა დღეს სასამართლოში წარადგინეს დოკუმენტები, რომ მსოფლიო ბანის მეუღლე საქართველოდან გაფრინდა და მზად არის დაკითხვაზე რვა ოქტომბერს გამოცხადდეს.

„მოქალაქე ანგელა ვასილენკო გამოთქვამდა მზადყოფნასა 2018 წლის მარტის თვიდან რომ მოსულიყო ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს აქამდე საჭიროდ არ ჩაუთვლია გამოძიებას გუშინ მოულოდნელად გამოიძახეს. ანგელა ვასილენკომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ 8 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით მოვალ და მივცემ ჩვენებას. ამის მიუხედავად მაინც დაიბარეს, თუ რატომ ასეთი ფორსმაჟორული წესით გაუგებარია. საქმე მიმდინარეობს რა თქმა უნდა, ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით, როგორც იცით მითვისება გაფლანგვის მუხლით. ერთადერთი კითხვა შეიძლება ანგელა ვასილენკოს ვინმემ დაუსვას – რატომ გააკეთე ამდენი კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ფონდი ეხმარებოდა,“-ამბობს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

banner
წინა სტატიაშიდიპლომატები საქართველოში არსებული მდგომარეობით შეშფოთებული არიან – „ძალა ერთობაშიას” ლიდერები დოპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ
შემდეგი სტატია“აქტიურად ვადევნებთ თვალს პროცესებს”-ოკუპანტების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით ევროკავშირი ინფორმირებულია