“აქტიურად ვადევნებთ თვალს პროცესებს”-ოკუპანტების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით ევროკავშირი ინფორმირებულია

ოკუპანტების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს ევროკავშირი. ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა გააკეთა. მისი თქმით მისია თვალს ადევნებს პროცესებს. რაც შეეხება ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული სამი შვილის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კარლ ჰარცელის განცხადებით, მისთვის უცნობია რა ვითარებაა ამ მხრივ.

„ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. სხვადასხვა მხარეები მუშაობენ ფაქტების დადგენაზე. იმაზე, რომ ჰუმანიტარული ზონების გამოყენებით მოხერხდეს მისი განთავისუფლება. დაკავებულის მდგომარეობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ რადგან ინფორმაცია არ გვაქვს,“-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

6 დღის წინ გატაცებული მაია ოთინაშვილი ისევ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება მის გათავისუფლებას.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით სამი შვილის დედა სავარაუდოდ, ნაცემია.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის მეუღლე მზად არის დაკითხვაზე რვა ოქტომბერს გამოცხადდეს – ადვოკატები
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადებები – არასამთავრობოები “ცესკოს” მიმართავენ