დიპლომატები საქართველოში არსებული მდგომარეობით შეშფოთებული არიან – „ძალა ერთობაშიას” ლიდერები დოპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

„ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დიპლომატები საქართველოში არსებული მდგომარეობით შეშფოთებული არიან.

“ჩვენ გვქონდა სამ მთავარ საკითხზე საუბარი. დიპლომატიური კორპუსი შეშფოთებულია იმით რაც ხდება ქვეყანაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ თავდასხმაზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე ხორციელდება. მეორე, რაზეც ინფორმაცია მივაწოდეთ, ეხება საარჩევნო კომისიებს და დარღვევების კონკრეტული ფაქტები ვაჩვენეთ. ასევე, სრული ადმინისტრაციული აპარატის მობილიზება ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ და სალომე ზურაბიშვილს ხელი შეუწყონ”,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„ომეგა ჯგუფის“ მაგალითზე არ შეიძლება საუბარი, რომ საქართველოში არის ზეწოლა ბიზნესზე – ბიზნესომბუდსმენი
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის მეუღლე მზად არის დაკითხვაზე რვა ოქტომბერს გამოცხადდეს – ადვოკატები