“პაატა ბურჭულაძეზე ნაწყენი ვიყავი, როდესაც ვთხოვეთ, გვერდით დაგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა”

news
ავტ.: news სექტემბერი 12, 2016 14:59

“პაატა ბურჭულაძეზე ნაწყენი ვიყავი, როდესაც ვთხოვეთ, გვერდით დაგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა”

პაატა ბურჭულაძეზე ნაწყენი ვიყავი, რადგან თავის დროზე, როდესაც ვთხოვეთ, გვერდით დაგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა“ , -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პრესაში ნახა ბერძენიშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ ბურჭულაძის გაერთიანება არაბუნებრივაო.

„ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია. რანაირად შეიძლება კუბლაშვილის, ვაშაძის და მამუკა კაციტაძის გაერთიანება იყოს წარმოუდგენელი. გახსოვთ, დავით გამყრელიძემ პოლიტიკა დატოვა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ „ახალი მემარჯვენეები” იყვნენ ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი. დღეს ერთადერთი ასეთი დარჩა „ლეიბორისტული პარტია“. შალვა ნათელაშვილს არსად აქვს წასასვლელი, რადგან კომპრომატები აქვთ მაგაზე და დღესაც ამუშავებენ ისევ “ნაცები”. მამუკა კაციტაძეც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამაზე ბუნებრივი რა შეიძლება ყოფილიყო. ეს ჩახლართული სიტუაციები მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა, ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილთან დადის უკრაინაში და სააკაშვილთან ჩახუტებული ფოტოებიც გამოქვეყნდა.

„მე სამი წელიწადია არ მინახავს ეს კაცი, ნაწყენი ვარ, რადგან თავის დროზე, როდესაც ვთხოვეთ, გვერდით გადგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა. მაშინ შეურაცხყოფილი ვიყავი და უარი ვუთხარი. იმის შემდგომ, დაბადების დღის 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა, სამი წლის განმავლობაში სამჯერ იხდიდა, არც ერთხელ არ მივსულვარ. ბურჭულაძის განცხადებები თუ არ წაუკითხავს ბერძენიშვილი, ის აბსოლუტურ თანხვედრაში იყო „ნაციონალურ მოძრაობის“ განცხადებებთან. კარგი იქნება თუ „რესპუბლიკელები“ ნათელმხილველობას თავს დაანებებენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 12, 2016 14:59