ტრისტან წითელაშვილი NDI-სა IRI-ს ცესკო-ზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ცესკო-მ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ არ დარეგისტრირდა, NDI-ს და IRI-ს ზეწოლის გამო მიიღო,- ამის შესახებ ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტრისტან წითელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ტრისტან წითელაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს, NDI-სა და IRI-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. პოლიტიკური ბლოკის წევრებმა და იურისტებმა ცესკო-ს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ არ დარეგისტრირდა. ცესკო-ში განაცხადეს, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ საარჩევნო სიები და დოკუმენტაცია არასრულად წარმოადგინა, რაც რეგისტრაციაზე უარის მიზეზი გახდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ისეთი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომ აფხაზებს და ოსებს ჩვენთან თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ
შემდეგი სტატია“პაატა ბურჭულაძეზე ნაწყენი ვიყავი, როდესაც ვთხოვეთ, გვერდით დაგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა”