პაატა ბურჭულაძე: ერთ თვეს ვიღებთ ვადას იმისთვის, რომ რეორგანიზაცია მოხდეს ყველა ჩვენს პარტიაში

ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას, ჩვენი კარები ღიაა ყველა პროდასავლური ძალებისთვის,- განაცხადა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე განცხადებით, ბლოკი ერთთვიან ვადას იღებს იმისთვის, რომ რეორგანიზაცია მოხდეს ყველა პარტიაში.

“ერთ თვეს ვიღებთ ვადას იმისთვის, რომ რეორგანიზაცია მოხდეს ყველა ჩვენს პარტიაში, რის შემდეგაც უფრო ძლიერად შევუდგებით ბრძოლას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს. რეორგანიზაციაში რა იგულისხმება მაგას შემდეგ გეტყვით”,- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: არაფერს გამოვრიცხავ, გარდა ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობისა
შემდეგი სტატიაბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებს