ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანა, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადაყვანილი.

პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ინციდენტი 19 მარტს, ღამით მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სოფელ ძიმითში გადამოწმების მიზნით მანქანა შეაჩერა, მისმა მგზავრმა პოლიციის მანქანის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული, რაც ძალოვანი უწყების თანამშრომელზე თავდასხმას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმე და ბადრი ჯაფარიძე პარტნიორების გარდა ერთი ოჯახის წევრები ვართ და შუამავლობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაცია იმავე ოფისიდან ვრცელდებოდა, საიდანაც “თიბისი ბანკზე” კიბერთავდასხმა მოხდა