მე და ბადრი ჯაფარიძე პარტნიორების გარდა ერთი ოჯახის წევრები ვართ და შუამავლობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პირდაპირ და მკაფიო პასუხს არ სცემს შეკითხვას, მუქარის შემცველი წერილი მიიღო თუ არა მისივე ბიზნესპარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის შუამავლობით.

ხაზარაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვა ჟურნალისტებმა დღეს დაუსვეს.

„ბადრი ჯაფარიძე და მე, იცით, რომ ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხაზარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. მოგვიანებით, ითქვა, რომ ხაზარაძეს წერილი შუამავალმა მიუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, შუამავალი „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი ოპოზიციას: ეს ივანიშვილი, თქვენი ასე სახსენებელი არ არის
შემდეგი სტატიაოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს