ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გუბერნიის თანამშრომელი “ნაცმოძრაობასთან” კავშირსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა. საქმე ეხება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ დავით მჟავანაძის და ნესტორ რამიშვილის შეხვედრას. დავით მჟავანაძემ შეხვედრის კადრები გაავრცელა, სადაც გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი სთავაზობს ინციდენთან დაკავშირებით ბესო ქათამაძემ სარჩელი გამოტანოს, სანაცვლოდ კი ინციდენტში მონაწილე დეპუტატებს ფიზიკურ გაუსწორდეს.

თავად ნესტორ რამიშვილი დავით მჟავანაძესთან შეხვედრას ადასტურებს. მისი თქმით, მჟავანაძეს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და არავის დავალებას არ ასრულებდა. მისი თქმით, შეთავაზება მისი პირადი პოზიცია იყო.

ოზურგეთის მერიის შენობასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებდნენ.

აქციის დასრულების შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა: ბესო ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და თორნიკე გოგუაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან დაიწყეს.

banner
წინა სტატიაში21 ივნისს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატია„არემჯი გოლდს“ ბნელი ხევის საბადოზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ უნდა მიეცეს, ვიდრე კომპანია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნებას არ გამოიჩენს