ოთარ კახიძე : “იკვეთება ხელისუფლების რომელიმე სამართალდამცავი შტოს მონაწილეობა”

ბათუმში სამი დღის წინ მომხდარი დაპირისპირება კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაქციაში ადანაშაულებს. “ევროპული საქართველოს” წევრები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა 11 მარტს ბათუმში პროვოკაცია, მათი თქმით, სუს-ის აგენტის მერაბ ღოღობერიძის მეშვეობით მოაწყო.

პარტიაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ აქციისთვის გამოხატულ სოლიდარობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ “ენმ”-მ ხელისუფლებას და აქციის მონაწილეებს ვანდალიზმისთვის ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა.

„აქ იკვეთება ხელისუფლების რომელიმე სამართალდამცავი შტოს მონაწილეობა, ვინაიდან ბატონი ღოღობერიძე ცნობილია, როგორც სუს-ის ზონდერი. სუს-ი იყენებდა მას საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმისთვის, იყენებდა პოლიტიკურ ოპოზიციაზე შეტევისთვის. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა აბსურდული სოლიდარობის გამოხატვით ამ ვანდალიზმის მიმართ,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაში“გვეუბნებიან, რომ ვეტო უნდა დაადოს, რა აზრი აქვს პრეზიდენტთან კონსულტაციებს”- ბესელია
შემდეგი სტატია(Video) ქეიფი, ღრეობა 169-ე ბაღში?- რატომ დაუპირისპირდა დირექტორი ჟურნალისტს?