“გვეუბნებიან, რომ ვეტო უნდა დაადოს, რა აზრი აქვს პრეზიდენტთან კონსულტაციებს”- ბესელია

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციის გამართვის აზრს ვერ ხედავს. ეკა ბესელიას თქმით, წინასწარ გაცხადებულია რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. მმართველი გუნდის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს, როგორც უსაფრთხოების ასევე ადამიანის უფლებების კუთხით:

„რა აზრი აქვს ამ კონსულტაციებს ვერ გეტყვით. როდესაც წინასწარ გვეუბნებიან, რომ ვეტო უნდა დაადოს ფარული საგამოძიებო მოქმედების პაკეტს და გვთავაზობს შეხვედრას ამ ფონზე, მე მართალი გითხრათ აზრს ვერ ვხედავ, ჩვენ მივიღეთ ის პაკეტი, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს რაც ქვეყანას აქვს უსაფთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით““ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ხულოში ჩავიდა
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : “იკვეთება ხელისუფლების რომელიმე სამართალდამცავი შტოს მონაწილეობა”