(Video) ქეიფი, ღრეობა 169-ე ბაღში?- რატომ დაუპირისპირდა დირექტორი ჟურნალისტს?

თბილისის 169-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა, „ედიტორის“ ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას და ვიდეომასალას სააგენტო ავრცელებს:

„ედიტორის“ გადამღები ჯგუფი, ვარკეთილში მდებარე ბაღში მას შემდეგ მივიდა, რაც ჟურნალისტისთვის ცნობილი გახდა, რომ ბაგა-ბაღში, დირექტორის ორგანიზებით იმართებოდა ქეიფი. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს თანამშრომლებისთვის გაშლილი სუფრა დახვდა. ჟურნალისტის კითხვამ, რას უკავშირდებოდა აღნიშნული ქეიფი, დირექტორ ნინო ბუჩაშვილისა და თანამშრომლების მხრიდან, აგრესია გამოიწვია. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ემუქრებიან და მოუწოდბენ “ედოტორის” წარმომადგენლებს არ გაასაჯაროვომ გადაღებული კადრები. ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა ვიდეო კამერის დამტვრევა და არსებული ჩანაწერების განადგურებაც სცადეს.

მომხდართა დაკავშირებით, “ედოტორის” ჟურნალისტი საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა. ადგილზე მოსულმა ეკიპაჟმა გამოკითხა ჟურნალისტები, ბაღის რამდენიმე თანამშრომელი და შეადგინა ოქმი. ჟურნალისტი გადაყვანილი იქნა დაკითხვაზე. ამ დროისათვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.

„ედიტორი“ ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორს, თემურ თორდინავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობს. კომენტარს არ აკეთებენ არც თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, 2016 წელს ერთ-ერთი ბაღიდან დირექტორი გაათავისუფლეს. მიზეზი, ბაღის ტერიტორიაზე ტორტის გაჭრა გახდა. ტორტი დირექტორს გამგეობამ გამოუგზავნა. გათავისუფლებულმა დირექტორმა, სასამართლოს მიმართა. მისი სარჩელი დაკმაყოფილდა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : “იკვეთება ხელისუფლების რომელიმე სამართალდამცავი შტოს მონაწილეობა”
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა