ოთარ დანელია : თუ საპოლიციო კონტროლის დროს გადაცდომები იქნება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას ადგილი არანაირ გადაცდომას არ ექნება და თუ ექნება, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, არ შეიძლება, მინისტრის რეფორმატორული და უფრო აქტიური მიდგომები არ აღინიშნოს.

„მინისტრისგან ძალიან აქტიური პროგრამა მოვისმინეთ და ეს პროცესიც ამ პროგრამის ნაწილია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელთაც დიდი დატვირთვა აქვს. ამ პროცესს მივესალმებით, რადგან ძალიან პოზიტიური მოვლენაა. რეფორმები, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების გასაჯანსაღებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრევენციული ღონისძიებები ნიშნავს, რომ თავი მაქსიმალურად დავიზღვიოთ. დარწმუნებული ვარ, ადგილი არანაირ გადაცდომას არ ექნება და თუ ექნება, შესაბამისი რეაგირება იქნება”, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშისკოლებში ძალადობის პრევენციაზე შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაპარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა გაბუნიას კანდიდატურა წარადგინეს