ოთარ ანგურიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე – მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და მუშაობა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კოვიდსიტუაციური პერიოდიდან

ძალიან მნიშვნელოვანია, აქცენტები გაკეთდეს ისეთ მიმართულებებზე, რომელიც პირველ რიგში, ქვეყანაში ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.
მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, სადაც ჩართულები არიან უცხოელი, განსაკუთრებით კი ამერიკელი ექსპერტები, მკვლევარები და ხდება აზრთა გაზიარება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე კოვიდსიტუაციური პერიოდიდან.
„დისკუსიის დროს მოხდა აზრების გაცვლა-გამოცვლა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აქცენტები გაკეთდეს ისეთ მიმართულებებზე, რომელიც პირველ რიგში, ქვეყანაში ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სწორედ ასეთი საკითხები იყო შეხვედრის დროს დასმული, რათა ფისკალური მიმართულებებით მოხდეს სტიმულირება ადგილობრივ ეკონომიკაზე, შიდა ეკონომიკაზე, ის გაძლიერდეს, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამომავლოდ ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობას და განვითარებას“ – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

banner
წინა სტატიაში„ლელოს“ საკონსტიტუციო სარჩელი – მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის დარღვევით გამოაცხადა
შემდეგი სტატიანიკოლოზ მჭედლიშვილი : მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ექსპერტებთან და ჩვენს უცხოელ დონორებთან ერთად ფიქრობს, თუ როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა და რა შეიძლება გაკეთდეს