ორთვიანმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

ორთვიანმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო – ცენტრ “ემპათიას” დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს დღესაც მოინახულებენ.

მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს, შესაბამისად, კვლავ გრძელდება გარკვეული კვლევები. დღეს გაგრძელდება საექსპერტო ვიზიტი და კვლავ შეფასებული იქნება მისი მდგომარეობა.

სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, იგი კვლავ საჭიროებს მკურნალობას და კვლევებს. შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვან პროგრესს არ განიცდის. შესაძლებელია, ორგანიზმმა თვითრეგულირებაც კი ვერ მოახდინოს”- აცხადებს ჯიშკარიანი.

ექიმი ოთარ თოიძე თვლის, რომ მესამე პრეზიდენტს სასჯელი უნდა გადაუვადდეს და მიეცეს საშუალება, შესაბამის დაწესებულებაში იმკურნალოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია „თინეთი“ რვა წამყვან პლატფორმას გააერთიანებს
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დღის წესრიგს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ორშაბათს წარადგენენ