ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით

გენერალური აუდიტი ლაშა თორდია მასზე თავდასხმას ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს და ამბობს, რომ შეხვედრის დროს მას ფარცხალაძემ აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მის შესახებ კომპრომატებს.
როგორც გენერალური აუდიტორი ამბობს, ფარცხალაძის ქმედება ვერ გახდება შიშის დანერგვის საფუძველი და 15 მაისს საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას შეატყობინებს.

აუდიტის დასკვნა ფარცხალაძის მიწის ნაკვეთებს და მერიაში არსებულ დარღვევებს ეხება.

”მას თუ გონია, რომ ამით რაღაც შიშს დანერგავს და ვიღაც რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება. ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თუ რაზეა საუბარი”, – განაცხადა თორდიამ.

ლაშა თორდია აცხადებს, რომ გენერალური აუდიტის სამსახური სწავლობს საქმეს, რომელშიც ოთარ ფარცხალაძე პირდაპირ ფიგურირებს.

banner
წინა სტატიაში(video) ეს იყო ფარცხალაძის პირადი ანგარიშსწორება
შემდეგი სტატია,,თუ გინდა ხელისუფლებასთან რამე მოაგვარო, მთავარია ფარცხალაძეზე გახვიდე… ვერაზე, სალონის გვერდით“