(video) ეს იყო ფარცხალაძის პირადი ანგარიშსწორება

“ეს იყო პირადი ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს,“ – ეს განცხადება სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მას აქვს ინფორმაცია, ადამიანს აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ამ კლუბში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ამ ადამინების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. მას თუ ჰგონია, რომ შიშს დანერგავს, ან ვიღაცა რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ. მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძის აგრესია იმ საქმემ გამოიწვია, რომელსაც მისი უწყება სწავლობს.

”შეხვედრის დროს აგრესიული ტონით მითხრა, რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს, ასევე როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას ვადის გასვლის შემდგომ. ვუპასუხე რომ ასე ესაუბრა მასთან, ვისთანაც ამის საშუალება ჰქონდა. ამ დროს ზედმეტი აგრესია გამოხატა და დამარტყა ხელი, რასაც მისი თანხმლები პირების მხრიდანაც მოჰყვა თავდასხმა. ეს არის პირადი ანგარიშსწორება, რომელიც კონკრეტულ საქმეს ეხება, სადაც მისი სახელი და გვარი ფიგურირებს. ადამიანს აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ვინაიდან ამ კლუბში, ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და ამ ადამიანების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

https://youtu.be/u-1zZGUuz9c

 

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით