ორშაბათი დღიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფების 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი კიდევ-ერთი საპოლიციო მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ გააცნო. “გვინდა ასევე მოგახსენოთ რამდენიმე სიახლე, რასაც ჩვენ ორშაბათიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ქვეითი პატრული. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი. თუმცა სამართალდამცავი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ ამხელა „ტრეფიკს“ ტურისტების მოყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისსში კონკრეტული ლოკაციები და კონკრეტული მარშრუტები. ორშაბათი დღიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფების 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში, ყოველთვიურად მიემატება მას დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ ჩათვალეთ ე.წ. მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც რა თქმა უნდა იქნება ეფექტური, მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას“. – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება“
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გატარებული საპოლიციო რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა